2021 წლის 31 მაისს, Horeca Hotel Star Georgia-მ მოიპოვა Hotel Stars Union-ის ასოცირებული წევრობა, რაც გვაძლევს საშუალებას ოფიციალურად დავნერგოთ ევროპული გავარსკვლავიანების სისტემა საქართველოში.
სისტემის დანერგვა არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის, რადგან Hotel Stars Union არის ორგანიზაცია, რომელიც აღჭურვილია სრული ნდობით როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მათ ტერიტორიაზე ოპერირებად განთავსების ობიექტებში, ასევე საერთაშორისო მოგზაურებში.
აღნიშნული სიახლის გასაცნობად, ჩატარდა ღონისძიება, სადაც სიახლეების წარდგენის პარალელურად, მოხდა საქართველოში პირველი ოფიციალურად გავარსკვლავიანებული სასტუმროსთვის ვარსკვლავების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა.
{gallery}gallery/standardization{/gallery}