HOREKA

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული ბ-ნი ჯეიკობ ვან დრევენი - World Travel School-ის მენეჯერი და PUM-ის ექსპერტი ეწვია HOREKA-ს და სასტუმროს მენეჯერებისთვის მასტერკლასებს გამართავს. ის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვდა HOREKA-ს პრეზიდენტს, ქ. ქეთევან მელაძეს. ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა მომავალ თანამშრომლობას, რაც ხელსაყრელი იქნება საქართველოში სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ინდუსტრიისთვის.